ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვები და პასუხები

ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვები და პასუხები

სტუმრის სიმაღლე უნდა იყოს არანაკლებ 135 სმ. აუცილებელია, რომ უფროსი პირი თან ახლდეს 18 წლამდე ასაკის სტუმარს. გამოცდილების მიღება შეუძლიათ აგრეთვე შშმ პირებსაც. ადამიანის წონა არ უნდა აღემატებოდეს 150 კგ ან 330 ფუნტს. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ავწონოთ ყველა სტუმარი ადგილზევე, რომელიც მონაწილეობს Dinner in the Sky- ს (ღონისძიებებში?), რათა ოხდეს წონის უკეთესად გადანაწილება. ამას შეუძლია გამოიწვიოს ის ,რომ ზოგიერთი ჯგუფი ერთად ვერ დაჯდება, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით რომ გავაკეთოთ ყველაფერი რაც შეგვიძლია, რათა მოხდეს სტუმრების განთავსება.

დაგვიანება ან არ გამოჩენა არ ექვემდებარება თანხის უკან დაბრუნებას. სტუმრები უნდა მოვიდნენ 45 წუთით ადრე, რათა მოემზადონ ასაყვანად. ჩვენი სხვა სტუმრების გამოცდილების გასაუმჯობესებლად,ჩვენ არ დავაყოვნებთ და არ ჩავუშვებთ ლიფტს უკან იმ სტუმრებისთვის, რომლებმაც დააგვიანეს

წინასწარ დაგვისვით კითხვები ჩვენი ვეგეტარიანული მენიუს შესახებ და გვაცნობეთ ნებისმიერი საკვებისეული ალერგიის შესახებ.
სტუმრები,რომლებიც იმყოფებიან ალკოჰოლური თრობის ზემოქმედების ქვეშ არ დაიშვებიან Dinner in the Sky-ს რესტორანში უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით.
ბავშვები უფროსის თანხლების გარეშე არ იქნებიან დაშვებული.
გთხოვთ,რომ იყოთ ადგილზე 45 წუთით ადრე თქვენი სეანსის დაწყებამდე. ყოველი სეანსი გრეძელდება 1 საათი.
თუ კი თქვენ დააგვიანებთ, თქვენი ჯავშანი გაუქმდება თანხის დაბრუნების გარეშე.
არ დაგავიწყდეთ თქვენი ჯავშნის დამადასტურებელი საბუთის წამოღება
*გთხოვთ მიიღოთ ყურადღებაში,რომ დამატებითი ალკოჰოლური სასმისის ყიდვისას ჩვენ მივიღებთ მხოლოდ საკრედიტო და სადებიტო ბარათებს. ვისაც სურს ბარში ანგარიშის გახსნა ჩვენი მომსახურეები იქონიებენ თქვენს ბარათს სერვისის დამთავრებამდე.
ჩაიცვით ამინდის შესაბამისად ისეთი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომელიც კაგად ემაგრება თქვენს სხეულს.
გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ იმ ფაქტს, რომ 50 მეტრის სიმაღლეზე ქარი შედარებით უფრო ძლიერი შეიძლება იყოს და ტემპერატურა შედარებით დაბალი.
გთხოვთ, რომ იქონიოთ თან ტელეფონები ან ფოტოაპარატები, რათა დააფიქსიროთ ის განსაცვიფრებელი მომენტები რომლებიც თქვენი SKY-ში ვახშმის დროს იქნება.
ვახშამი ცაში ათასზე მეტჯერ მომხდარა და ეს კითხვაც არაერთხელ დასმულა. საჭირო ოთახი იქნება მიწაზე და ჩვენ გირჩევდით, რომ პლატფორმაზე ასვლის წინ ისარგებლოთ ამ შესაძლებლობით.
ყველა სტუმარს რეკომენდაციას ვუწევთ, რომ ისარგებლონ საჭირო ოთახით, სანამ ისინი დაიკავებენ თავ-თავიანთ ადგილებს. თუ კი აღმოჩნდა საგანგებო სიტუაცია, მაგიდის პლატფორმას დავუშვებთ მიწაზე, მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ამის შემდეგ თქვენ ვერ გააგრძელებთ სეანსს.

ჯავშნის მიღების შემდეგ, მისი გაუქმების შემთხვევაში თანხა უკან არ ბრუნდება. გვიან მოსულებისთვის და ადგილზე გამოუცხადებელი სტუმრებისთვისაც მოქმედებს ეს წესი. სტუმრები უნდა მოვიდნენ 45 წუთით ადრე სეანსის დაწყებამდე,ხოლო დაგვიანების შემთხვევაში პლატფორმა მიწაზე არ დაეშვება დაგვიანებული სტუმრებიათვის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ პლატფორმაზე არ დაიშვებიან ალკოჰოლური ან ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი პირები.

დიახ,ძლიერ ქარს ან ელვას შეუძლია იმოქმედოს ჩვენს ღონიძიებაზე. ჩვენ თვალს ვადევნებთ ყოველკვირეულ ამინდის პროგნოზს და თუკი თქვენ მიერ დაჯავნილ დღეს ცუდი ამინდი იქნება მოსალოდნელი, ჩვენ შეგატყობინებთ ამის შესახებ სეანსის ჩატარებამდე 48 საათით ადრე
პლატფორმა აიწევა და საჭმელი უზრუნველყოფილი იქნება წვიმიან ამინშიც.
პლატფორმის აწევა შესაძლოა დაგვიანდეს ან გაუქმდეს იმ შემთხვევაში თუ კი იქნება ძლიერი ქარი 15 მ/წმ-ზე მეტი, ან ელვა.
პლატფორმის აწევა შეიძლება გაუქმდეს ან დაგვიანდეს დაგეგმილ სესიამდე ამინდის გამო.

როგორც ორგანიზატორმა თქვენ უნდა იპოვოთ ღონისძიების გამართვის ადგილი 30*15 მ, რომელსაც მისადგომი ექნება ამწეებისთვის და მისაბმელიანი ტვირთმზიდისთვის. თუკი ვერ პოულობთ ასეთ ადგილს , გთხოვთ მოგვმართეთ და ჩვენ აუცილებლად დაგეხმარებით. 90 მეტრიანი ბარირები, რომლებიც უზრუნველყოფენ უსაფრთხოების ზონას ცაში ვახშმისთვის.
მომსახურება არ შედის, ბიუჯეტი კი დამოკიდებული იქნება თქვენს სურვილებზე ( როგორ დაგეგმავთ თქვენ 8 საათს: 1 VIPვახშამი ან დეგუსტაციის რამდენიმე ნახევარსაათიანი სეანსი/ კოქტეილები ან.., რა ტიპის საჭმელი გსურთ შესთავაზოთ თქვენს სტუმრებს)
თქვენ შეგიძლიათ თქვენს კვებას გაუკეთოთ ორგანიზება პირადად, მაგრამ თუ კი დაგჭირდათ დახმარება,ჩვენ შეგვიძლია დაგაკავშიროთ რამდენიმე მაღალხარისხოვან ქეითერინგულ კომპანიასთან.

ორგანიზატორებს აქვთ უფლება გადადონ სეანსი (ორგანიზატორთა შეხედულებისამებრ, მაგრამ მაქსიმუმ 90 წუთით), რათა დასრულდეს წვიმა. თუკი წვიმა მაინც არ შეწყდება, სეანსი იქნება გაუქმებული ან გადატანილი სხვა დროს, და თანხის უკან დაბრუნების პოლიტიკა იქნება შემდეგი:

  • იმ პირთათვის ვისაც აქვთ უამინდობისგან დაზღვევა, იქნება დაბრუნებული სრული საფასური, რომელიც დაერცხებათ ან საკრედიტო ან სადებიტო ბარათზე მაქსიმუმ 21 დღის განმავლობაში.
  • იმ პირებზე, რომელთაც არ აქვთ დაზღვევა უამინდობისაგან იქნება გაცემული ვაუჩერი იმავე ღონისძიებისათვის

მაგიდის შუა ნაწილში არის ადგილი სამი მზარეულისთვის.

არა, ეს არ არის ნებადართული უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით, მაგრამ შეგიძლიათ ისარგებლოთ მაგიდის ელექტრული დენით, რათა გამოიყენოთ ელექტრლი ხელსაწყოები. გაზის ბარბექიუს გამოყენებაც ნებადართულია.

ცაში ვახშამს შეუძლია დაესწროს მაქსიმუმ 22 ადამიანს თითო სეანსზე.

დამოკიდებულია იმაზე თუ რისი ორგანიზება გჭირდებათ. ჩვენ ვთლით, რომ 1 საათი სეანსისთვის არის იდეალური დრო, შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია დაახლოებით 7 სეანსამდე ჩავატაროთ დღეში. თუკი ეს უბრალო დეგუსტაციის სახით იქნება, შესაძლებებლია სეანსი 30 წუთშიც ჩავატიოთ.

იქ არ არის ფიქსირებული მენიუ.ჩვენ კლიენტებს შეუძლიათ დააგემოვნინ სუშიდან და ტაპასით დაწყებული ლობსტერით და გასტრონომიული ვახშმით დამთავრებული სხვადასხვა კერძები… ამიტომაც ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რა კამპანიით ხართ და რაბიუჯეტი გაქვთ.

Dinner in the Sky გთავაზობთ ინფრაწითელი გათბობის სისტემას.(თქვენს ადგილას ხელმისაწვდომი უნდა იყოს 63 ამპ-ი, 60 მეტრის სიგრძის მქონე 63-იან კაბელთან ერთად, და გადამრთველი, რომელსაც შეუძლია 8 x 220 V 16 ამპ-ის შენარჩუნება გამათბობელი სისტემის ჩასართავად

აღნიშნული გამოცდილება შეიძლება იყოს მორგებული შშმ პირთათვისაც , მაგრამ გთოხვთ ამის შესახებ ინფორმაცია წინასწარ მოგვაწოდოთ, და დაგვიზუსტოთ თქვენი ზუსტი მდგომარეობა, რათა ჩვენმა ექსპერტმა უსაფრთხოების სფეროში შეძლოს, რომ შეაფასოს სიტუაცია და მოგვაწოდოს შესაბამისი რეკომენდაციები.

ვახშამი ცაში არ არის ასაკით შეზღუდული, იმისათვის რომ უსაფრთხოდ მოთავსდეთ თქვენს ადგილას, თქვენ უნდა იყოთ სიმაღლეში მინიმუმ 1,5მ. ბავშვებს, რომლებიც შეესაბამებიან სიმაღლეს აუცილებლად თან უნდა ახლდეს მშობელი ან მეურვე. ვახშამი ცაში გთავაზობთ ალკოჰოლის პასუხისმგებლიან მომსახურების სერვისს.

ვახშამი ცაში გრძელდება დაახლოებით 90 წუთი. 15 წუთი მიაქვს სტუმრების განთავსებას მათ ადგილებზე, 60 წუთი თავად ვახშამს ცაში და 10 წუთი მიაქვს ადგილების განთავისუფლებას

სტუმრები უნდა გამოცხადდნენ ლაუნჯში არანაკლებ 45 წუთით სეანსის დაწყებამდე. თუ კი დროულად ვერ მოახერხებთ მოსვლას, პირადად თქვენი სეანსი გაუქმდება თანხის დაბრუნების გარეშე.

სეანსი გაუქმდება მხოლოდ იმ შემთხვევასი თუკი იქნება სერიოზული სტიქიური უბედურება, ცუდი ამინდი და სხვა . ასეთ შემთხვევაში ხდება თანხის სრული დაბრუნება იმ პირთათა სადებიტო ან საკრედიტო ბარათებზე, რომლებსაც აქვთ დაზღვევა უამინდობისგან. იმავე ღირებულების ვაუჩერი გაიცემა იმ პირებზე, რომლებმაც არ შეიძინეს დაზღვევა უამინდობისგან, რომელიც გამოიყენება თბილისში ამავე ღონისძიებისადმი.

ნაყიდი ადგილები არ შეიძლება გადაეცეს სხვა ადამიანს. თუ კი წარადგენთ საბუთს ორმაგი შესყიდვის შესახებ, ადგილის გადაცემის ფაქტი აუცილებლად განიხილება. წერილობითი მოთხოვნა ადგილის გადაცემის შესახებ უნდა გაიგზავნოს ორგანიზატორისთვის ფოსტაზე info@dinnerinthesky.ge სეანსის დაწყებამდე არანაკლებ 24 საათისა. ორგანიზატორი შეაფასებს თქვენს მოთხოვნას და დაიტოვებს უფლებას, მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ.

გთხოვთ მიაქციაოთ ყურადღება, რომ როგორც კი ადგილის ყიდვა განხორციელდება, თანხის დაბრუნება არ მოხდება, თუკი თავად ღონისძიების ორგანიზატორი არ გააუქმებს მას ისეთი მიზეზების გამო როგორიცაა ცუდი ამინდი და სხვა. მაგიდა აიზიდება განრიგის მიხედვით!

როგორც კი მოხვალთ დროულად (სეანსამდე 45 წუთით ადრე), თქვენ დაგხვდებათ სასმელები მასპინძლის დარბაზში. კლიენტები დარეგისტრირდებიან მიმღებთან და დაესწრებიან უსაფრთხოების ბრიფინგს სეანსის დაწყებამდე

ვახშამი ცაში- ეს არის სულის შემძვრელი ისეთი ცხოვრებისეული გამოცდილება, რომლის დროსაც ტქვენს ჩაცმულობაზე არ იდარდებთ. ჯამში თქვენ უნდა ჩაიცვათ კომფორტულად და თბილად , რადგანაც ღამე სიცივეა, ამავდროულად გაითვალისწინეთ ისისც რომ უმჯობესი იქნებოდა კაბის, აბაიას და ღია ფეხსაცმლის ჩაცმისაგან თავი აგერიდებინათ.

ჩვენ კატეგორიულად ვკრძალავთ საჭმლის ან სასმისების შემოტანას ღონისძიების გამართვის ადგილას

მაგიდა შეიძლება ავიდეს 45-50 მეტრზე. მაგიდის ფაქტიური სიმაღლე დამოკიდებულია თვითონ დამკვეთის სურვილზე ან ქარის სიჩქარეზე.

ვახშამი ცაში არის ისეთი ღონისძიება,სადაც აკრძალულია მოწევა უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით.

Close Menu
×
×

Cart

Thank-You Tbilisi! We will be closed for the 2019 season.

You can book you flight tickets for 2020 Season

Please drop your Contact in the field below to receive updates!