განუმეორებელი გამოცდილება თბილისის შუაგულში.
ცა აღარ გვზღუდავს! მსოფლიო შენს ფეხთაა! გქონიათ ოდესმე საშუალება უკეთესი სელფის გადასაღებად ?
დაჯავშნეთ თქვენი ფრენის ადგილები ახლავე
ქართული გასტრონომია ახალ დონეზე გავიდა. უნიკალური რესტორანი მსოფლიოში. ხელმისაწვდომია უკვე საქართველოშიც! ეს გაძლევთ საშუალებას რომ სულ სხვა თვალით შეხედოთ ვახშამს საქართველოში.
Dinner in The Sky Georgia- ეს არის ფრანჩიზული რესტორანი, რომელიც მსოფლიოს 70 ქვეყანაში ფუნქციონირებს უკვე 15 წელია. ეს არის არაჩვეულებრივი რესტორანი, რომელიც გთავაზობთ დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ვახშმისგან ისეთი ადგილიდან საიდანაც 360 გრადუსიანი ხედი იხსნება თბილისზე.
ცის პლატფორმა ჩამოკიდებულია მიწიდან 50 მეტრის სიმაღლეზე, სადაც ჩვენი შეფ-მზარეული თქვენს თვალწინ გაგიმზადებთ ფანტასტიკურ მენიუს 4 კერძისგან ამავე პლატფორმის სამზარეულოში, რომელიც მის შუა ნაწილშია განთავსებული. ჩვენი სომელიე მოგაწვდით შეუზღუდავი ოდენობით ქართულ ღვინოს, ხოლო ჩვენი მუსიკოსები დაუკრავენ თქვენთვის ცაში, სანამ თქვენ ზიხართ, ისვენებთ და ტკბებით თბილისის გამაოგნებელი პანორამით.
არჩეულია Forbes.com-ის მიერ 10 ყველაზე უნიკალურ რესტორნების სიაში. რესტორანი “ვახშამი ცაში” ეს არის ერთ -ერთი უნიკალური სავახშმო გამოცდილება, რომელიც შეგიძლიათ განიცადოთ!
განურჩევლად იმისა, გსურთ გაატაროთ რომანტიული საღამო, თუ მოაწყოთ დაუვიწყარი დასვენება ოჯახისთვის, მეგობრებისთვის თუ კლიენტებისთვის, Dinner in The Sky Georgia აუცილებლად გახდება ნათელი მოვლენა თქვენი გასაფხულისა და ზაფხულისთვის. აუცილებლად წამოიღეთ კამერა, რადგანაც თქვენ მოგინდებათ დააფიქსიროთ რამოდენიმე გამაოგნებელი ღირსშესანიშნაობა, რომლებიც ჩვენი ცხოვრებისეული გამოცდილების ნაწილად იქცევა.